fbpx
კრიმინალი

“16 წლის შვილი მომიკლეს, ღამის 02:00 საათზე პოლიციელთან შესახვედრად წავიდა” – ტრაგედია ტრიკალაში

ტრაგედია ტრიკალაში გუშინ, 15 ივლისს დატრიალდა. 16 წლის გოგონა ეკლესიასთან გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მაგრამ ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.

ირკვევა, რომ გოგონას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც არ შეიძლებოდა თავად გამოეწვია, არამედ აშკარაა, რომ ეს არის კრიმინალური აქტი. პოლიცია საქმეს ყველა შესაძლო ვერსიით იძიებს და მამა ითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს.

“16 წლის შვილი მომიკლეს. წავიდა… ჩემი ყვავილი წავიდა. მინდა, რომ სიმართლე დაუყოვნებლივ დადგინდეს,” ამბობს მამაკაცი ტელეკომპანიასთან საუბარში.

ბოლო, ვინც 16 წლის გოგონა ნახა, მისი ტყუპისცალი დაა. ის ამბობს, რომ გარდაცვლილი სახლიდან 02:00 საათზე გავიდა და უნდა შეხვედროდა 27 წლის პოლიციელს, რომელიც ახალი გაცნობილი ჰყავდა.

“ის ჩემს დაზე გაცილებით დიდია. 27 წლის არის და ამის გამო ვნერვიულობდი. პოლიციაში დავრეკე და ამის შესახებ განვაცხადე. ვუთხარი, რომ უნდა მოეძებნათ ის. დამნაშავე უნდა მოიძებნოს,” ამბობს გოგონას ტყუპისცალი.

ამ ეტაპისთვის გამოძიება სასამართლო ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, ვინაიდან დანაშაულის ადგილიდან აიღეს გენეტიკური მასალა და თითის ანაბეჭდები.

onalem

ტესტ