fbpx
კრიმინალი

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: მამაკაცი საგადასახადოში შეიჭრა და სამი ადამიანი ნაჯახით დაჭრა

ინციდენტის შედეგად, რომელიც დღეს კოზანში, კერძოდ კი, საგადასახადო სამსახურის ოფისში მოხდა, ყველა იქ მყოფი ადამიანი შოკურ მდგომარეობაშია.

კერძოდ, დღეს შუადღეს საგადასახადო სამსახურში შეიჭრა 45 წლის მამაკაცი, რომელმაც ნაჯახის ჩარტყმა დაუწყო იქ მომუშავე პირებს. ირკვევა, რომ სამი ადამიანი სერიოზულად დაშავდა და მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

არსებული ცნობებით, თავდამსხმელმა დანაშაული კარგად დაგეგმა, ჩანთაში ნაჯახი ჰქონდა დამალული და სწორედ მაშინ ამოიღო, როდესაც მეორე სართულზე ავიდა.

დაშავებულთა ნათესავები ამბობენ, რომ ის ოფისში შევიდა მკვლელობის მიზნით, მან საშინელი დაზიანებები მიაყენა ერთ მამაკაცს თავის არეში და ასევე ორ ქალბატონს.

როდესაც პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მან მხოლოდ ეს სიტყვები თქვა: “ახლა მოგეწონათ?!”

45 წლის მამაკაცს კრიმინალური წარსული აქვს. ის დაკავებული იყო 2017 წელს, ბანკომატების განადგურების გამო, თუმცა, ცხადია საპყრობილე მალევე დატოვა.

უცნობია, თავდასხმის კონკრეტული მოტივი.

onalem

ტესტ