fbpx
კრიმინალი

ბერძენი ექიმები “ასილოს” ასაღებად ემიგრანტებზე ყალბი ცნობების გაცემისთვის დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კუნძულ სამოსის საავადმყოფოში საერთო ჯამში ხუთზე მეტი ადამიანი დააკავეს. ძირითად მიზეზი ემიგრანტებზე ყალბი ცნობების გაცემაა, რომელიც მათ საბერძნეთში თავშესაფრის საბუთის ასაღებად სჭირდებოდათ.

შემოწმება საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის მიერ ჩატარდა.

პოლიციის ცნობით, ექიმები გასცემდნენ სხვადასხვა ყალბ ცნობებს, რომლებითაც ემიგრანტები ახერხებდნენ “ავადმყოფობების” ფონზე “ასილოს” მარტივად აღებას.

დამატებითი ინფორმაცია ოფიცრების მიერ არ ვრცელდება.

 

onalem

ტესტ