fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი ცვლილება საბერძნეთში: პოლიციის ოფიცრებს უნიფორმებზე კამერები დაუმაგრდებათ

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან სიახლეს ნერგავს. საბერძნეთის პოლიციის ოფიცრებს უახლოეს მომავალში უნიფორმებზე უნდა დაუმაგრდეთ კამერები, რომლებიც პირდაპირ ჩაიწერს მიმდინარე მოვლენებს.

სამინისტრომ უკვე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსაგვარებელი იქნება მხოლოდ ტექნიკური მხარე. კამერები დამონტაჟდება სექტემბრამდე და იმუშავებს გამართულად.

ამ გზით, ხელისუფლებისთვის ნათელი იქნება, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს პოლიცია, როდესაც მათ შემთხვევის ადგილზე გამოიძახებენ.

უცხო არ არის, რომ უამრავ დანაშაულს ჩადიან თავად ოფიცრებიც, რომლებიც საკუთარ სამსახურს ბოროტი მიზნებისთვის იყენებენ, მთავრობა კი ამ გზით სწორედ აღნიშნული კანონდარღვევების თავიდან არიდებას ეცდება.

უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება, თუ კონკრეტულად პოლიციის რომელ ჯგუფებს დაუმონტაჟდებათ კამერები და იქნება თუ არა ისინი განკუთვნილი ყველასთვის.

საუბარია, სავარაუდოდ, სამხრე კამერებზე, რომლებიც საქართველოში უკვე დიდი ხანია არსებობს.

onalem

ტესტ