fbpx
კრიმინალი

“ხალხს ნაჯახს გამეტებით ურტყამდა. არ უნდოდა, რომ ეცოცხლათ” – შემზარავი ინციდენტი კოზანში

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ შუადღეს კოზანში, საგადასახადო სამსახურის ოფისში მამაკაცი შეიჭრა და თანამშრომლებს ნაჯახით გაუსწორდა. ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი და მედიასთან თვითმხილველები საუბრობენ:

“ის საერთოდ არაფერს ლაპარაკობდა, უბრალოდ ნაჯახს ურტყამდა ყველას, ვინც შეხვდებოდა. პოლიციას არ უხსნის, თუ რის გამო ჩაიდინა საშინელი დანაშაული. ხალხის ნაჯახს გამეტებით ურტყამდა, არ უნდოდა, რომ ეცოცხლათ,” ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ირკვევა, რომ 45 წლის მამაკაცმა დანაშაული წინასწარ კარგად დაგეგმა და ოფისის მეორე სართულზე აღწევა შეძლო. ის აღნიშნულ ადგილას ადრეც ბევრჯერ იმყოფებოდა და თანამშრომლებს, რომელთაც თავს დაესხა, ხშირად აწუხებდა.

პოლიცია აცხადებს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და 2017 წელს ნასამართლევი იყო.

ცნობილი ხდება ისიც, რომ საავადმყოფოში მოთავსებულთაგან 67 წლის ქალაბტონისა და 56 წლის მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ისინი რეანიმაციაში არიან. ქალს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მამაკაცს თავის ქალის დაზიანება აქვს.

საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი ქალი, 47 წლის, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა, აღენიშნება თავის ქალის მოტეხილობა და სისხლნაჟღენთი დაზიანებები ზურგის არეში.

onalem

ტესტ