fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: პოლიციის ოფიცრები მოსახლეობის კონტროლს ამკაცრებენ

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს პრემიერის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკოსი დაუკავშირდა საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებას და კონკრეტული მითითებები გასცა.

მიმდინარე მოვლენები უკავშირდება ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების ტენდენციის ზრდას და მოსახლეობის მოდუნებას.

ირკვევა, რომ თეოდორიკაკოსმა მოითხოვა ყველა რეგიონში გაძლიერდეს კონტროლი, რომელიც გულისხმობს პოლიციის ოფიცრების მიერ მკაცრი და ხშირი შემოწმებების განხორციელებას სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბარებში, გასართობ დაწესებულებებში, თუნდაც ტრანსპორტში და ა.შ.

მოსახლეობისგან ექსპერტთა საბჭო და მთავრობა ერთობლივად ითხოვს, დაიცან დისტანცია და ატარონ ნიღაბი ყველა ისეთ ადგილას, სადაც ეს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

 

onalem

ტესტ