fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

ნაპოლეონ ზაგლისი და მისი ტრადიციული კაფე, რომელიც 174 წელია არსებობს

ნაპოლეონ ზაგლისმა დატოვა თავისი სამსახური ათენში და ულამაზეს სოფელში გადასახლდა, იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ტრადიცია, რომელმაც 5 თაობა გამოიცვალა. მისი “კაფენიო” ერთ-ერთი უძველესი კაფეა საბერძნეთში, რომელიც არსებობის 174 წელს ითვლის.

სოფელი კალარიტესი იანინას რეგიონში მდებარეობს. აქ ზამთარში განსაკუთრებით ლამაზი ხედებია და ამასთანავე ჰგავს ადგილს, რომელიც პლანეტაზე ყველამ დაივიწყა. ის თანამედროვე სამყაროსგან ძალიან შორს არის. ნაპოლეონის დიდი ბაბუა კაფეს პირველად 174 წლის წინ ჩაუდგა სათავეში.

კაფეში შესვლისას თავი ფილმში გეგონებათ. საჭმელი არაჩვეულებრივად გემრიელია. აქ არა მხოლოდ ყავის მისართმევად დადიან, არამედ სრულიად უმიზეზოდ ხალხი ცეკვავს და ერთობა მუსიკის ფონზე. აქ მყოფი ხალხი არის ის, რაც ამ ადგილს ნამდვილად უნიკალურს ხდის.

რატომ სახელი ნაპოლეონი?

“ჩემს დიდ ბაბუას სპირო ერქვა, ბაბუას დიმიტრი, ხოლო მამას კოსტა. ჩემი სახელიც წესით გრიგორია, თუმცა ჩემს ნათლიას სურდა, რაიმე შთამბეჭდავი დაერქმია და ასე დამერქვა ნაპოლეონი.”

ნაპოლეონმა გადაწყვეტილება მიიღო, კალარიტესში დაბრუნდა და საოჯახო ბიზნესი გააგრძელა.

“ყოველდღე ვამბობდი, რომ დღეს დავბრუნდებოდი. ყველამ იცოდა, რომ იქ ჩემი ნაწილი იყო და ოდესმე აუცილებლად დავბრუნდებოდი სოფელში. ათენში 25 წელი ვიცხოვრე. როცა კალარიტესში ჩავედით, ქვის ტრადიციული სასტუმროც ავაშენეთ, რომელიც მრავალი წელია ფუნქციონირებს.”

“კრიზისი ყველას შეეხო, ასევე ამ სოფელსაც. შეუძლებელია არ იგრძნო, რაც შენს გვერდით ხდება. ჩვენ დავაკელით ფასები საკვებსა და სასტუმროს ნომრებზე. მე მჯერა, რომ ბერძნებს “მფლანგველური” ხასიათი აქვთ. აქ მოდიან იმისთვის, რომ ზედმეტად ბევრი მიირთვან. როცა ვეუბნებოდი, რომ ეს ძალიან ბევრი იყო, იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ არაუშავს. ახლა ყველა ბევრად ფრთხილადაა. უწევთ, რომ ფრთხილად იყვნენ,” ამბობს ნაპოლეონი.

onalem

ტესტ