fbpx
საბერძნეთი

43+ გრადუსი საბერძნეთში – ქვეყანას გვალვის პირველი ძლიერი ტალღა უახლოვდება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთს უახლოეს დღეებში ძლიერი გვალვის პირველი ტალღა ელის. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 43 გრადუსსაც კი მიაღწევს და მოსახლეობა ამისთვის მზად უნდა იყოს.

გარდა ამისა, სინოპტიკოსთა პროგნოზით, ჰაერში აფრიკული მტვერი მაღალი ინტენსივობით დაფიქსირდება.

კერძოდ, სამშაბათიდან, 22 ივნისიდან, ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს და შენარჩუნდება მომდევნო ორშაბათის ჩათვლით, ანუ 1 კვირის მანძილზე.

ყველაზე ცხელი დღეები გველის ხუთშაბათიდან შაბათამდე, როდესაც ჰაერი 40+ გრადუსამდე გათბება.

“გვექნება ძლიერი გვალვის პირველი ტალღა, მაგრამ ეს სეზონისთვის და ივნისისთვის საკმაოდ ნორმალური და დამახასიათებელია,” ამბობს კოსტას ლაგუვარდოსი.

მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან ძლიერი სიცხე გველის, დღეს ამინდი საკმაოდ არასტაბილურია და რამდენიმე რეგიონში იწვიმა კიდეც შუადღის საათებში.

onalem

ტესტ