fbpx
კრიმინალი

კადრები ღლიკა ნერაში მდებარე ბინიდან, სადაც კაროლაინის მკვლელობა მოხდა – კამერა, რომელმაც ბაბი “გაყიდა”

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს ღლიკა ნერაში მდებარე ბინიდან, სადაც კაროლაინი ბაბის ანაგნოსტოპულოსთან ერთად ცხოვრობდა.

ფოტოებზე ჩანს კამერა, რომელმაც ბაბი პოლიციასთან “დაასმინა”, მიუხედავად იმისა, რომ ეგონა მეხსიერების ბარათის ამოღებით დანაშაულის კვალს წაშლიდა.

ეს არის კამერა, რომელიც ნაპოვნი იყო დივნის უკან. დადგინდა, რომ პილოტმა კამერიდან მეხსიერების ბარათი კაროლაინის მკვლელობამდე ორი საათით ადრე ამოიღო, რომ გადაღება შეეწყვიტა.

რაც შეეხება სამაგიდო თამაშს, “მონოპოლი”, ბაბი ამბობდა, რომ დიდი რაოდენობით თანხა (10.000 ევრო) სწორედ ამ თამაშის ყუთში ინახებოდა და მძარცველებმა მხოლოდ და მხოლოდ ეს ყუთი გახსნეს. როგორც ირკვევა, ანაგნოსტოპულომ სპეციალურად გახსნა ის და იქაურობა ქურდობის სცენას დაამსგავსა. სინამდვილეში კი, ეს თანხა სახლში საერთოდ არ ინახებოდა.

onalem

ტესტ