fbpx
კრიმინალი

ათენი: ჩვილ ბავშვებზე მოძალადე 55 წლის ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს

რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. 55 წლის ქალი, რომელიც აგიოს დიმიტრიოსა და ალიმოს სავაჭრო ცენტრებში ჩვილ ბავშვებს ბასრი საგნით ესხმოდა თავს, ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პოლიციაც კი მეთვალყურეობს.

კერძოდ, 55 წლის ქალი, რომელიც ანო ლიოსიასი ცხოვრობს, Δρομοκαΐτειο-ს საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის მოათავსეს. ეს არის საავადმყოფო, რომელშიც ადამიანები სერიოზული ფსიქიკური დაავადებების ფონზე მიჰყავთ.

პირველადი შეფასებებით ქალს ფსიქოზური დაავადება აქვს, თუმცა, მომდევნო რამდენიმე დღეში მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია დაიდება.

ექიმების განცხადებით, საჭიროა 48 საათიანი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და მონიტორინგი.

საოცარი ის არის, რომ 55 წლის ქალი ვერ ხვდება, თუ რატომ დააკავეს და უარყოფს ყველაფერს, რაც ჩაიდინა. მან ბავშვს ფეხებზე ჭრილობები მიაყენა, თუმცა, ამას მოფერებას ეძახის.

აღსანიშნავია, რომ ქალს წარსულში მენტალური პრობლემების გამო სხვადასხვა მედიკამენტები აქვს მიღებული.

ასევე, ცნობილია, რომ ქალმა თავზე კონტროლი ბოლო სამი თვეა დაკარგა, მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა.

onalem

ტესტ