fbpx
კრიმინალი

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: მამაკაცმა სტუმრად მისული ცოლის დაქალები დანით დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აგრინიოში მოხდა და დაკავებულია 39 წლის მამაკაცი, რომელიც სამ ქალს (ორი სრულწლოვანი და ერთი 16 წლის) დაესხა თავს და დანით იყო შეიარაღებული.

ირკვევა, რომ დაკავებული, მისი მეუღლე და მეუღლის მეგობრები მათსავე სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხა და 16 წლის გოგონას და მისი დედის დაჭრა შეძლო, ხოლო მესამე ქალი ხელიდან დაუსხლტა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ხოლო თავდამსხმელის დაკავება მალევე მოხერხდა. მას აღმოუჩინეს ორი დასაკეცი დანა, რომლითაც მოძრაობდა და ჯერ კიდევ ეტყობოდა სისხლის კვალი.

მიმდინარეობს გამოძიება, მომხდარის ზუსტი მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობია.

onalem

ტესტ