fbpx
კრიმინალი

“ომონიაზე ძალადობა ყოველდღიურობა გახდა” – ვინ არის ომონიაზე მოკლული ემიგრანტი

ცნობილი ხდება, თუ ვინ არის ომონიაზე დღეს შუადღეს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მსხვერპლი და ისიც, თუ რა მიზეზით მოხდა ინციდენტი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი 30 წლის არის და ავღანეთის მოქალაქეა. საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა და მენანდრუს ქუჩაზე სიგარეტს ყიდდა. თავს ამ გზით ირჩენდა და სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი.

“მასთან დაახლოებით 30 პაკისტანელი მივიდა, დანებით და იარაღებით და ფულს სთხოვდნენ. ეუბნებოდნენ, რომ თუ არ მისცემდა, მოკლავდნენ. ისიც უთხრეს, რომ თუ იქ სიგარეტით ვაჭრობა უნდოდა, ფული მათთვის უნდა გადაეხადა. მას არ ჰქონდა თანხა, რომ მიეცა და მოკლეს. 

აქ დანაშაული ყოველდღიურობაა. რამდენიმე დღის წინაც მოხდა მკვლელობა, მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან უცხოელი იყო. ბერძენი რომ ყოფილიყო, მკვლელს დაიჭერდნენ. 

კვირაში 3.000 ევროს ითხოვენ უსაფრთხოებისთვის. საავადმყოფოში დაახლოებით 10 დაჭრილი გადაიყვანეს,” ამბობს თვითმხილველი.

onalem

ტესტ