fbpx
კრიმინალი

კრიმინალური ფანტაზია და ამოღებული 2.339,90 ევრო: პოლიციამ გამოყენებულ პამპერსებში ჰეროინი იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით თესალონიკში 46 წლის მამაკაცი და 23 წლის გოგო დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 23 წლის დაკავებულის სახლში პოლიციამ ნარკოტიკები ჯერ პირსაბანის უკან იპოვა, ხოლო შემდეგ, რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, გამოყენებულ პამპერსშიც მიაკვლია.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 3 პაკეტი ჰეროინი, საერთო ჯამში 794 გრამი, დანა და სასწორი. ეს პაკეტები გასაყიდად იყო გამზადებული.

ოფიცრებმა იპოვეს თანხაც, 2.339,90 ევრო, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად იყო გამომუშავებული. გარდა ამისა, 5 მობილური ტელეფონი, რომლითაც არალეგალურ ტრანზაქციებს ასრულებდნენ და სამი სიმ-ბარათი.

დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს.

გთავაზობთ კადრებს ბინიდან:

onalem

ტესტ