fbpx
კრიმინალი

ათენი: სინდაღმის ცენტრში 16 წლის გოგონა თანატოლებმა დაჭრეს, ის კი, პოლიციაში მათ ვინაობას არ ასახელებს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში, სინდაღმის მეტროსთან მოხდა, სადაც კიბეებია განლაგებული. 16 წლის გოგონა თანატოლების მხრიდან დანით თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

როგორც ირკვევა, გოგონა კიბეზე ჩამოდიოდა და სწორედ იმ დროს მისი ორი თანატოლი შეხვდა. საუბარია ორ დაზე, რომელთაგან ერთ-ერთმა დანა ამოიღო და 16 წლის გოგო ფეხის არეში დაჭრა.

მოზარდი ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც პოლიციის ოფიცრებიც მობილიზდნენ. დაშავებულმა ოფიცრებს უთხრა, რომ იცნობდა დებს, რომლებიც თავს დაესხნენ, თუმცა, კატეგორიულად უარობს, რომ სამართალდამცველებს მათი კონკრეტული ვინაობა დაუსახელოს.

“ჩვენ გვაქვს პირადი უთანხმოება,” ასეთი იყო 16 წლის გოგოს კომენტარი მომხდართან დაკავშირებით.

onalem

ტესტ