fbpx
კატეგორიის გარეშე

ბერძნულ მასტერშეფს ახალგაზრდა ქართველი მონაწილე, ლენა ქევხიშვილი გამოეთიშა

გასულ კვირას ქართველ გოგონაზე, კერძოდ კი ლენა ქევხიშვილზე პოსტი დავდეთ ფისბუქზე. გაცნობეთ რომ ბერძნულ მასტერ შეფში მონაწილეობას იღებდა და ლაივებშიც კი შევიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ლენა არის ტურისტაგენტი ,ასევე მართავს ვიაიპ ტრანსფერების კომპანიას ათენში და კულინარია უბრალოდ მისი ჰობია ,თუმცა ამის მიუხედავად მისმა ტრადიციულმა ჩაქაფულმა მაინც მოახერხა 500 თეფშიდან 58 საუკეთესოთაშორის მოხვედრა.

ლენა მივიდა ე.წ ბუტკამპის ტურამდე, სადაც ის ჟიურის თქმით მოხვდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფში. ის შეეცადა კონკურენცია გაეწია ძლიერი და გამოცდილი მზარეულებისთვის და მოეპოვებინა დარჩენილი ბოლო წინსაფარი, რომელიც მასტერშეფის სახლში მოსახვედრი საგზური იყო .სამწუხაროდ ლენამ ვერ მოასწრო განკუთვნილ დროში ხორცის ბოლომდე შეწვა რის გამოც მას მოუწია პროექტის დატოვება. თუმცა არ თვლის რომ ამით რაიმე მთავრდება. კმაყოფილი და ბედნიერია რომ ჰქონდა შესაძლებობა თუმდაც ცოტახნით ამ შოუს ნაწილი ყოფილიყო და პირადად განეცადა ის ადრენალინი რასაც მასტერშეფის მონაწილეები განიცდიან თითოეული სიუჟეტის დროს.

წინ კი დიდი მომავალი აქვს .აპირებს გააგრძელოს თავის საქმიანობა ტურიზმის სფეროში და განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

წარმატებები ვუსურვოთ მას <3

იხილეთ ვიდეო: