fbpx
კატეგორიის გარეშე

თესალონიკი: 22 წლის გოგონას ყოფილი შეყვარებული 40.000 ევროს სთხოვდა, რომ ინტერნეტში მისი ეროტიკული ხასიათის ვიდეო არ აეტვირთა

29 წლის მამაკაცის ქმედებებმა მისთვის ცუდი შედეგები გამოიღო და გარდა იმისა, რომ მოთხოვნილი თანხა ვერ მიიღო, საბოლოოდ პოლიციის განყოფილებაში, ხელბორკილებით აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მამაკაცზე, რომელიც საკუთარ ყოფილ შეყვარებულს, 22 წლის გოგონას, აშანტაჟებდა და დიდი რაოდენობით თანხას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინტერნეტში ეროტიკული ხასიათის მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი დაშორდა. გოგონა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ მესიჯებს იღებდა და მოგვიანებით 29 წლის მამაკაცმა დაუკონკრეტა კიდეც, რომ 40.000 ევროს თუარ მისცემდა, ეროტიკული ხასიათის ვიდეოებსა და ფოტოებს გაუვრცელებდა.

გოგონა არ დაიბნა და მაშინვე პოლიციაში განაცხადა მუქარისა და შანტაჟის შესახებ.

ორეოკასტროს პოლიციამ, მამაკაცის სახლის ჩხრეკის შედეგად, მყარი დისკებიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც მის დანაშაულს ადასტურებს. გარდა ამისა, აღმოუჩინეს იარაღიც, რომელსაც უკანონოდ ინახავდა.

მას ბრალს რამდენიმე მუხლით წაუყენებენ.

onalem

ტესტ