fbpx
საზოგადოება

“ეჭვიანობის გამო მისი ტელეფონი გამიჩხრიკავს” – კატია ზიგული საკის რუვაზე

კატია ზიგულიმ თავისი YouTube გვერდის საშუალებით პირად დეტალებზე და მეუღლესთან, საკის რუვასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ცნობილმა მოდელმა აღიარა, რომ რუვას ტელეფონი და კომპიუტერი ეჭვიანობის ნიადაგზე შეუმოწმებია და ამავე დროს, რჩევას აძლევს ქალებს:

“ტელეფონში, კომპიუტერში ჩხრეკა და მსგავსი რაღაცები არ გააკეთოთ! თქვენ აუცილებლად იპოვით რამეს და გული გეტკინებათ, ის კი ეცდება, რომ თავი გაიმართლოს და საბოლოოდ ვერაფერს მიიღებთ. ეჭვიანობის გამო მისი ტელეფონი, კომპიუტერი და ყველაფერი გამიჩხრიკავს, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი ის არის, რომ ზღვარი აღარ იცი. თუ ვერაფერს იპოვი, შემდეგ სხვაგან ეძებ და ამბობ, რომ სადმე სხვაგან ექნება დამალული. და შემდეგ უკვე იწყებ ჯიბეების შემოწმებას.

კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს არი არის რაღაც, რაც უბრალოდ გეძლევა. საჭიროა გაგება, არ არის სტაბილური რამ… ყოველთვის არის ზემოთ და ქვემოთ სვლა, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ უნდა გინდოდეს. გინდოდეს, რომ ერთად კარგად იყოთ და არ დებ ეგოიზმს ურთიერთობაში,” ამბობს ზიგული.

onalem

ტესტ