fbpx
ემიგრაცია

ქართველების დეპორტაცია საბერძნეთიდან: სპეციალური რეისები ათენი-თბილისის მიმართულებით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობას ერთი რეისის განხორციელება 170.000 ევრომდე უჯდება და სწორედ სპეციალური პირდაპირი რეისების საშუალებით დაბრუნდება უკან ყველა ის ემიგრანტი, რომელსაც ქვეყანა დაადეპორტებს.

ოფიციალური ცნობით, საბერძნეთიდან უახლოეს წარსულში 20 პაკისტანელი დაადეპორტეს. მათ არ ჰქონდათ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების არანაირი დოკუმენტი.

აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში 2019 წლის 10-11 დეკემბერს საბერძნეთიდან 5 დადეპორტებული ქართველიც გაამგზავრეს, მათთან ერთად დააბრუნეს პაკისტანში 17 პაკისტანელი, რომელთაც თან ახლდათ 48 პოლიციელი. აღნიშნული რეისი მთავრობას 170.800 ევრო დაუჯდა.

რაც შეეხება 2019 წლის 5-6 ნოემბერს, განხორციელდა რეისი ათენი-თბილისი-ისლამაბადი-თბილისი-ათენი, რომლის დროსაც საბერძნეთიდან დაადეპორტეს 8 ქართველი და 9 პაკისტანელი.

2019 წლის სექტემბერში ქვეყნიდან გააძევეს საქართველოს 10, ხოლო პაკისტანის 13 მოქალაქე.

იხილეთ ხარჯები, რომლების გაწევაც საბერძნეთს უწევს უსაბუთო ემიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დასაბრუნებლად.

onalem

ტესტ