fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის ოპერაცია ომონიაზე – ოფიცრები მკვლელს ეძებენ

გუშინ მენანდრუს ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ავღანელის საქმეს პოლიცია იძიებს. ომონიის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციები, რათა მკვლელის ვინაობა და ადგილსამყოფელი დადგინდეს. იკითხებიან თვითმხილველები, რომლებმაც იციან, თუ ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ მამაკაცი, ხოლო მეორე მძიმედ დაჭრა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტის მთავარი გმირები პაკისტანელები არიან, რომლებიც ავღანელებს სიგარეტით ვაჭრობის გამო დაესხნენ თავს. ისინი მათგან კვირაში 3.000 ევრომდე ითხოვდნენ, რათა “უფლება” ჰქონოდათ ომონიის ცენტრში სიგარეტი გაეყიდათ. ავღანელს თანხა არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ თავს დაესხნენ და ცივი იარაღით მოკლეს. მეორე ავღანელი, დაახლოებით 25 წლის, ამჟამად ევანგელისმოს საავადმყოფოშია მოთავსებული და უმძიმეს მდგომარეობაშია.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მენანდრუს ქუჩაზე მსგავსი დანაშაული უკვე ყოველდღიურობად არის ქცეული, მაგრამ ვინაიდან უცხოელებს შორის ხდება, არც მედია და არც პოლიცია ყურადღებას ყოველთვის არ ამახვილებს.

onalem

ტესტ