fbpx
კრიმინალი

მძიმე კადრები მჟავით თავდასხმის ადგილიდან – უკონტროლოდ ასხამდა ყველას, ვისაც ხედავდა

როგორც ირკვევა, 37 წლის სასულიერო პირს არ ჰყოლია ერთი კონკრეტული სამიზნე. ის მჟავას ასხამდა ყველას, ვისაც ხედავდა, სრულიად უკონტროლოდ, რის გამოც სამი მიტროპოლიტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

მძიმეა ის კადრებიც, რომლებიც მჟავით თავდასხმის ადგილიდან ვრცელდება. ფოტოებზე ჩანს, სისხლით დასვრილი საეკლესიო სამოსი და რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა მდგომარეობაში არიან თავად დაშავებულები.

ამ დროისთვის თავდამსხმელი მოძღვარი, რომელიც სინოდალური სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულიად გაკვეთეს, დაკავებულია.

ირკვევა, რომ მან კარგად იცოდა სასამართლოზე არსებული უსაფრთხოების ზომები, რომ იქ შემოწმება იყო ძალიან მსუბუქი, რის გამოც შეძლო მჟავის ორი ბოთლის შიგნით შეტანა და როგორც კი საკუთარი განკვეთის გადაწყვეტილება მოისმინა, მიტროპოლიტებს შეასხა.

არსებული ცნობებით, მან მჟავა ინტერნეტის საშუალებით შეიძინა, ისევე როგორც იოანა პალიოსპირუზე თავდამსხმელმა ქალმა, ეფიმ.

onalem

ტესტ