fbpx
კრიმინალი

მიკონო: ტურისტი გოგონებს სასმელში უკიდურესად საშიშ ნარკოტიკს უყრიდა – რაზეა საუბარი?!

ერთ-ერთი ტურისტი სოციალურ ქსელში წერს: “თუ წელს მიკონოზე მოგზაურობას აპირებთ, უმჯობესი იქნება ძალიან ფრთხილად იყოთ. მანდილოსნებო, გამოიჩინეთ სიფხიზლე.”

ირკვევა, რომ კუნძულზე არაბი ტურისტი სხვა ტურისტ გოგონებს სასმელში საეჭვო თეთრ ფხვნილს უყრიდა. ეს ყველაფერი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ტურისტი გოგონას მეგობარმა შენიშნა და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.

გოგონას გონება თითქმის დაკარგული ჰქონდა და როგორც აღმოჩნდა, მას სასმელში ჩაუყარა უკიდურესად სახიფათო ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ეძახიან “ვიზიტი სექსუალური ძალადობისთვის”.

ეს არის ნივთიერება, რომელიც სრულიად ანეიტრალებს ქალს და მას წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, ადამიანის ორგანიზმში მოქმედებას 20-30 წუთში იწყებს და შეიძლება 8-დან 12 საათამდე იყოს უგონო მდგომარეობაში. უმეტეს შემთხვევებში ამ ნარკოტიკს სექსუალური თავდასხმებისთვის იყენებენ და სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა ეს სახელიც.

ცნობილია, რომ არაბი სხვადასხვა ბარებში დადიოდა და პოტენციურ მსხვერპლს ეძებდა. კუნძულზე მსგავს საჩივრებს უკვე ბოლო არ უჩანთ.

 

 

onalem

ტესტ