fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი შოკი საბერძნეთში: მღვდელმა მიტროპოლიტები მჟავით დაწვა, რადგან სრულიად განკვეთეს

შოკისმომგვრელი შემთხვევა ვერიაში მოხდა, დამნაშავე კი 37 წლის მოძღვარია, რომელიც თანამდებობიდან ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო განკვეთეს. მან გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სასულიერო პირებს, შემდეგ კი, მათ ორი ბოთლი მჟავა შეასხა.

ირკვევა, რომ მძიმედ არიან დაშავებულები მიტროპოლიტები. მათ გარდა, დაზიანებები აქვს ასევე ერთ პოლიციელს, რომელიც სინოდალურ სასამართლოს ესწრებოდა და ადვოკატებს.

სასულიერო პირები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის დამწვრობები განსაკუთრებით მძიმეა, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურმა სასამართლომ, რომლის წევრები კიფისიის, ზაკინთოს, კასანდრიის, დრიინუპოლის, არტისა და გლიფადას მიტროპოლიტები არიან, კონკრეტულ სასულიერო პირს უმძიმესი მსჯავრი გამოუტანა – სრულიად განკვეთა და ერისკაცის დონემდე დაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული განკვეთილი სასულიერო პირი, რომელიც ვერიის ეპარქიას ექვემდებარება, ჯერ ადგილობრივმა საეპისკოპოსო სასამართლომ განსაჯა, ხოლო შემდეგ საკითხი მეორე საინსტანციო სასამართლოს გადასცა, რომელმაც სასულიერო პირის განკვეთა განაჩინა.

თავდამსხმელი მღვდელი

onalem

ტესტ