fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში პირბადეების გარეშე – ყველაფერი, რა უნდა ვიცოდეთ

დღეიდან, 24 ივნისიდან, საბერძნეთში ცვლილებები ამოქმედდა. როგორც იქნა გავთავისუფლდით ღია სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულებისგან, თუმცა, ექსპერტებს არ სურთ, მოსახლეობას ეგონოს, რომ ისინი საერთოდ აღარ არის საჭირო.

კერძოდ დღეიდან აღარ არის სავალდებულო პირბადეების მოხმარება მხოლოდ ღია სივრცეებში და ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ხალხით გადატვირთულობა. ეს ეხებათ როგორც ვაქცინირებულ პირებს, ასევე მათ, ვისაც არ აქვს ვაქცინა გაკეთებული, ანუ მთელ მოსახლეობას.

28 ივნისიდან, ვაქცინის ორივე  დოზით აცრილი ადამიანები თავისუფალნი არიან თვითტესტირების ვალდებულებისგან.

28 ივნისს ასევე უქმდება აკრძალვა გადაადგილებაზე, რომელიც ღამის საათებში მოქმედებს.

28 ივნისიდან 1 მაგიდასთან დასაშვები იქნება 10 ადამიანის ყოფნა.

ასევე, ორშაბათიდან ორგანიზებულ პლაჟებზე დასაშვები იქნება 120 ადამიანის ყოფნა ყოველ 1.400 კვადრატულ მეტრზე.

 

onalem

ტესტ