fbpx
კრიმინალი

66 წლის ბერძენმა ქალმა თაღლითებს აივნიდან 41.000 ევრო საკუთარი ხელით გადაუგდო

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითობის მორიგი მსხვერპლი 66 წლის ქალბატონი გახდა. პატრასში მცხოვრებ ქალს ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ქალიშვილი ფატალური ავარიის მონაწილე იყო და სასწრაფოდ საჭირო იყო დიდი რაოდენობით თანხის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში მოხვდებოდა.

მსგავსი ტიპის თაღლითების ტაქტიკა არის თანხის აღება პირადი შეხვედრის გარეშე და მათ ქალს უთხრეს, რომ კონკრეტული პირი კორპუსთან მივიდოდა და ფული აივნიდან უნდა ჩაეგდო. ის ასეც მოიქცა და არც მეტი არც ნაკლები, 41.600 ევრო აივნიდან გადაუგდო. ცხადია, თაღლითმა თანხა აიღო და უკვალოდ გაქრა.

შემდეგ 66 წლის ქალმა შვილს დაურეკა და აღმოაჩინა, რომ არანაირი ავარია არ მომხდარიყო და ერთი ჩვეულებრივი დღე ჰქონდა. ამის შემდეგ ანერვიულებულმა პოლიციაში განაცხადა.

ამ ეტაპზე გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თუ ვინ დაეკონტაქტა მას, ვინაიდან, ცხადია, რომ ის არ არის ერთადერთი მსხვერპლი.

onalem

ტესტ