fbpx
კრიმინალი

“განაჩენით კმაყოფილი არ ვარ!” – 23 წლის ბერძენის წარმოუდგენელი “საჩივარი”, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი

როგორც უკვე ცნობილია, 19 წლის ელენი ტოპალუდის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს, 23 წლის ბერძენსა და 21 წლის ალბანელს, სამუდამო პატიმრობა +15 წელი აქვს მისჯილი. ორმა ახალაგზრდამ სტუდენტი გოგონა სასტიკად მოკლა, ახლა კი ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილი არ არის.

ტელეკომპანია Mega-სთან ისაუბრა 23 წლის ბერძენის ადვოკატმა, სოტირის ავდელიდისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის კლიენტს ფსიქიკური აშლილობა აქვს და მის მიერ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე გაცემული პასუხები იყო სრულიად შეუსაბამო.

“ნებისმიერი ფსიქიკურად გაწონასწორებული მოქალაქე, რომელსაც არ უნახავს ბრალდებულის ქცევები სასამართლო პროცესზე, მეორე მხარეს იქნებოდა. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩემს კლიენტს აქვს ფსიქიკური დარღვევა. ამას შეამოწმებს ფსიქიატრი.

მე მესმის, რომ ეს არის საშინელი დანაშაული, მაგრამ ბრალდებული გამოირჩევა ფსიქიკური აშლილობის მაღალი ხარისხით, ეს ასე იყო დანაშაულის ჩადენამდეც და მის შემდეგაც. ის ყვირის, რომ არ მოუკლავს ელენი,” ამბობს ავდელიდისი.

onalem

ტესტ