fbpx
კრიმინალი

შობის ღამეს ბერძენმა მამაკაცმა ცოლი დაჭრა და გზაზე მიატოვა

სისხლიანი ინციდენტი შობის ღამეს, პატრასში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი ცოლი დაჭრა და მძიმე მდგომარეობაშ მყოფი, გზაზე მიატოვა.

ბერძნული მედიის ცნობით, მათ შორის კამათი დაახლიებით 21:30 საათზე დაიწყო და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. მამაკაცმა ქალს ჭრილობები დანით მიაყენა და შემდგომ სისხლში მცურავი მიატოვა.

როცა დაჭრილი იპოვეს, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მობილიზდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ძალისხმევის შედეგად მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

ქალის მეუღლე დაკავებულია, პოლიცია კი დაპირისპირების მიზეზის გასარკვევად მუშაობს.

onalem

ტესტ