fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი დაპირისპირება საბერძნეთის ციხეში – სასტიკად ნაცემია ერთი პატიმარი

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი უცხოელი პატიმარი 38 წლის თანამემამულის ცემაშია ბრალდებული.

კერძოდ, ინციდენტი უცხოელ პატიმრებს შორის, ხიოსის ციხეში მოხდა. მათი ასაკია 25-დან 44 წლამდე. ხუთი პატიმარი თავს დაესხა 38 წლის მამაკაცს და სასტიკად გაუსწორდნენ მას.

როგორც ცნობილია, ისინი ნარკოტიკებითა ვაჭრობისა და ქურდობის ბრალდებით არიან დაკავებული და დანაშაულს დანაშაული დაუმატეს.

მათი ეროვნება არ ხმაურდება, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, თავდამსხმელები და მსხვერპლი ერთი და იგივე ქვეყნიდან არიან.

38 წლის დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დანით მიყენებული მძიმე ჭრილობები დაუმუშავეს.

პოლიცია იუწყება, რომ თავდამსხმელებს ბრალი დაუმძიმდებათ.

onalem

ტესტ