fbpx
საზოგადოება

ათენში ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედას ეძებენ – 46 წლის ქალი უკვალოდ გაქრა

საბერძნეთის პოლიციამ 46 წლის ბერძენ ქალბატონზე ძებნა უკვე გამოაცხადა, ვინაიდან ის გუშინდელი დღის შემდეგ, ფაქტობრივად, უკვალოდ გაქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევაგელია სკორდა კვირას, დაახლოებით 10:35 საათზე, აგია პარასკევის ტერიტორიიდან გაუჩინარდა.

როგორც მედია იუწყება, მას ტყუპი შვილები ჰყავს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან. ვარაუდობენ, რომ ორი შვილის დედა საკუთარი მანქანით გაუჩინარდა, რადგან ბოლოს სწორედ თავისი bmw-ს მარკის ავტომობილით დააფიქსირეს მაღაზიაში. ასევე, გუშინდელი დღის შემდეგ გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ვერ ხვდებიან, თუ როგორ შეიძლებოდა საკუთარი ნებით გამქრალიყო, სწორედ ამიტომ პანიკაში არიან, რადგან ფიქრობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ნათესავები და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ, თუკი ვინმემ რაიმე იცის ფოტოზე გამოსახულ ქალთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პოლიციას.

 

onalem

ტესტ