fbpx
პოლიტიკა

საზღვრები 1 ივლისს იხსნება: რომელ ქვეყნებთან განახლდება ფრენები?!

საბერძნეთმა საზღვრები უნდა გახსნას და უნდა აამოქმედოს ტურიზმიც იმისთვის, რომ ეკონომიკამ გარკვეულწილად წინ წაიწიოს. მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელი ტურისტული თვალსაზრისით სრულიად დაკარგულად არ გამოცხადდეს.

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი მომდევნო ორ დღეში გააკეთებს კონკრეტულ განცხადებებს, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ 1 ივლისიდან ფრენები თავდაპირველად აღდგება ევროპის ქვეყნებთან და ისრაელთან.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი მთავრობის გეგმის მიხედვით წავა და პანდემიის გავრცელების მრუდი ქვეყანაში დაბალ დონეზე დარჩება. მთავრობამ ტურიზმს “მწვანე შუქი” უკვე აუნთო და ახლა მხოლოდ კონკრეტული თარიღების დაწესებაა დარჩენილი.

კირიაკოს მიცოტაკი დღეს გამართავს სამიტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი, ბულგარეთი და სერბეთი. ანუ სამი ქვეყანა, რომელთანაც უკვე არსებობს კავშირები.

ამასთანავე, მთავრობა გეგმავს, რომ კვების ობიექტებს შეუმციროს დღგ, 24%-დან 13%-მდე და მხარი დაუჭიროს ტურიზმს ამ მხრივაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღგ-ს შემცირება მოხდება ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით და დამოკიდებულია ბიზნესის ზარალზე, რომელიც მას კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა.

გუშინ, 18 მაისს, გაიხსნა აკროპოლი და არქეოლოგიური ტერიტორიები – ეს არის ერთგვარი მესიჯი საბერძნეთისგან მსოფლიოს, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და მისი სტუმრობა მიმზიდველ იდეას წარმოადგენს.

 

onalem

ტესტ