fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი არასოდეს არის პროვოკატორი, მაგრამ პროვოკაციებს ყოველთვის უპასუხებს” – კირიაკოს მიცოტაკი თურქეთს მიმართავს

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ პრაღის სამიტის მეორე დღეს თურქეთის მისამართით მკაფიო და მკაცრი მესიჯები კიდევ ერთხელ გააგზავნა.

“საბერძნეთი არასოდეს არ არის პროვოკატორი, მაგრამ ყოველ ჯერზე, თავდაჯერებულად უპასუხებს ყოველ პროვოკაციას. მე მქონდა შესაძლებლობა ლიდერების წინაშე კიდევ ერთხელ გამემეორებინა ის, რაც გაეროს სამიტზეც ვთქვი. საბერძნეთს არ უნდა დაბრალდეს ეგეოსის ზღვაში დაძაბულობის გაზრდა მაშინ, როცა თურქეთი ჩვენი სუვერენიტეტის საკითხს აყენებს. შეუძლებელია ურთიერთობის დეესკალაციის გაგრძელება, სანამ მსგავს რიტორიკას შეინარჩუნებენ.

საბერძნეთი არ არის ის, ვინც დიალოგის კარს ხურავს, სამართალი ჩვენს მხარეს არის. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ჩემი კოლეგებისთვის, რომ გაეგოთ, ვინ არის პროვოკატორი და ვინ იმაღლებს ტონს, მეორეს მხრივ კი, რომელი ქვეყანა იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ისე, რომ არ დახუროს მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და დიალოგის კარი,” აცხადებს პრემიერი.

onalem

ტესტ