fbpx
საბერძნეთი

მაღაზიების მუშაობის საათები მცირდება – რა იცვლება ათენსა და თესალონიკში?

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის სავაჭრო პალატის გადაწყვეტილებით, მაღაზიების მუშაობის საათები მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ელ. ენერგიის დაზოგვის მიზნით და განხორციელდება 10 ოქტომბრიდან.

სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, პადელი ფილიპიდი აცხადებს, რომ ეს ცვლილება არ არის სავალდებულო და ყველა მაღაზიის ხელმძღვანელობას ექნება საშუალება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიება ელექტრო ენერგიის მოხმარებას 50%-ით შეამცირებს კონკრეტულ საათებში, ხოლო ზოგადად, 5%-7,5%-ით.

თესალონიკში მაღაზიების ახალი სამუშაო გრაფიკი იქნება:

ორშაბათი, ოთხშაბათი – 10:00-დან 16:00 საათამდე.

სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი – 10:00-დან 19:00 საათამდე.

ათენს კონკრეტული ცვლილებები არ ეხება და დედაქალაქში მაღაზიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

onalem

ტესტ