fbpx
კრიმინალი

“კარგი ქალი არ იყო და ამიტომ დავჭერი” – ამბობს მამაკაცი, რომელმაც ნიკეაზე ცოლი სამართებლით დაჭრა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ნიკეაზე გუშინ მოხდა. 66 წლის ქალი კინაღამ საკუთარ მეუღლეს ემსხვერპლა, რომელმაც ის სამართებლით დაჭრა.

როგორც ირკვევა, დაჭრილი ქალი ქუჩაში, ტროტუარზე ეგდო და დახმარებას ითხოვდა, მეზობლის სახელს იძახდა, რომელსაც იცნობდა. როდესაც მეზობელმა ქალმა დაშავებულის ხმა გაიგო, მაშინვე მივიდა მის დასახმარებლად და ნახა, რომ ყელის არეში იყო დაჭრილი და შეეცადა, რომ სისხლდენა პირსახოცის დაჭერით შეეჩერებინა. ჭრილობა მიყენებული ჰქონდა საძილე არტერიასთან ძალიან ახლოს.

“მისთვის სისხლის შეჩერებას ვცდილობდი, როდესაც დავინახე, რომ მამაკაცი კიდევ მოდიოდა ჩვენკენ დანით შეიარაღებული. დავუყვირე, რატომ დაჭერიმეთქი და მიპასუხა, რომ კარგი ქალი არ იყო და ამიტომ დაჭრა,” ამბობს თვითმხილველი მეზობელი.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი მალევე დააკავეს პოლიციის ოფიცრებმა და კვლავ იგივეს იმეორებდა, რომ მისი ცოლი კარგი ქალი არ იყო და ამიტომ მიაყენა ჭრილობები.

onalem

ტესტ