fbpx
კრიმინალი

სამუდამო პატიმრობა + 11 წელი და 6 თვე კაროლაინისა და ოჯახის ძაღლის მკვლელობისთვის – ანაგნოსტოპულოს განაჩენი

საბერძნეთის სასამართლომ ბაბის ანაგნოსტოპულოს განაჩენი გამოუტანა – სამუდამო პატიმრობა + 11 წელი და 6 თვე, საკუთარი ცოლის, კაროლაინ ქრაუჩის და ოჯახის ლეკვის მკვლელობისთვის. ამას გარდა, დაეკისრა 20.000 ევროიანი ჯარიმა, ცხოველზე ძალადობისთვის.

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ანაგნოსტოპულომ დანაშაული საღ გონებაზე, მშვიდ ფსიქიკურ მდგომარეობაში, განზრახ ჩაიდინა, ასევე, მისცა ცრუ ჩვენებები და სრულიად სხვა ადამიანის კვალზე წაიყვანა გამოძიება, რომელიც არაფერ შუაში იყო კონკრეტულ დანაშაულთან.

“არ არსებობს უვადო პატიმრობაზე სამართლიანი სასჯელი ამ შემთხვევაში,” აღნიშნა პროკურორმა.

ანაგნოსტოპულო საკუთარ განაჩენს უემოციოდ ისმენდა, როგორც ამ დრომდე ახასიათებდა. კაროლაინის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ გოგონას უკან ვერაფერი დააბრუნებს.

onalem

ტესტ