fbpx
კრიმინალი

მათ კარგად იცოდნენ თუ საიდან უნდა აეღოთ 300.000 ევროს ღირებულების ოქრო – ძარცვა სასტუმროში

უპრეცენდენტო ძარცვა საბერძნეთის ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში მოხდა. ჩანს, რომ დამნაშავეებმა ყველაფერი 100%-ით ზედმიწევნით იცოდნენ, თუ ვინ და რომელ ოთახში გაჩერებული და სად იდო დიდი რაოდენობის ოქრო, რომლის ღირებულებაც 300.000 ევროა.

კერძოდ, ძარცვა კრეტაზე, ირაკლიოს სასტუმროში განხორციელდა.

როგორც პოლიციისთვის გახდა ცნობილი, დიდი რაოდენობის ძირფასი სამკაულები ნომრის სეიფში იყო შენახული, რომელიც კარადაშია მოთავსებული და კარადაც და თავად სეიფიც რამდენიმე გზით იკეტება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კლიენტების გარდა წვდომა არავის შეიძლება ჰქონოდა.

არ ფიქსირდება არანაირი ძალადობრივი შეჭრის კვალი, არაფერია დამსხვრეული ან გატეხილი.

მძარცველებმა მშვიდად, ყველაფრის დაუზიანებლად შეძლეს 300.000 ევროს ღირებულების ოქროს გატანა.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ