fbpx
კრიმინალი

კოლონაკი: პოლიციელმა ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი გოგონა სასტიკად სცემა

დღეს კოლონაკის მაცხოვრებლები არასასიამოვნო სცენის შემსწრენი გახდნენ. საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი თავს დაესხა ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელ ახალგაზრდა გოგონას, რადგან ის ურთიერთობაზე უარს ეუბნებოდა.

შემთხვევა დილის საათებში, პატრიარხუ იოაკიმის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციელი, როგორც ჩანს, გოგონას უარმა, დაემყარებინა მასთან ინტიმური კავშირი, გააბრაზა და მისი სასტიკი ცემა დაიწყო. ხმაურზე ხალხი შეგროვდა და ადგილზე სწრაფად გაჩნდა პოლიციაც, რომელთაც კოლეგას გოგონა ხელებიდან გამოგლიჯეს და ხელბორკილები დაადეს.

განყოფილებაში მიყვანისას აღმოჩნდა, რომ ოფიცერი ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში მსახურობდა. ის დანაშაულისთვის პასუხს აგებს.

onalem

ტესტ