fbpx
საბერძნეთი

ომონიაზე 129 უსაბუთო ემიგრანტი დააკავეს – კადრები პოლიციის ოპერაციიდან

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის ბრძანებით, ათენის ცენტრალურ უბნებში პოლიციის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციები ტარდება. ერთ-ერთი ასეთი იყო გუშინ დილით, ომონიაზე, კერძოდ, აგიოს კონსტანტინოს ტერიტორიაზე განხორციელებული რეიდი.

“ჩვენ ვაძლიერებთ აღნიშნულ ოპერაციებს და უმთავრესი მიზანია, ვებრძოლოთ: არალეგალურ მიგრაციას, ტრეფიკინგს და რა თქმა უნდა, ნარკოტიკებით ვაჭრობას. ეს არის გზა, რომ გავაძლიეროთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა მოსახლეობაში,” აცხადებს ტაკის თეოდორიკაკო.

გუშინდელ რეიდში დიდი რაოდენობით ოფიცრებმა მიიღეს მონაწილეობა, შეამოწმეს 442 ადამიანი და დააკავეს 129 ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება.

პოლიციის კონტროლი ათენისა და თესალონიკის სხვადასხვა უბნებში გაგრძელდება.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ