fbpx
საბერძნეთი

გაფრთხილება მათ, ვინც უბილეთობისთვის არის დაჯარიმებული – თანხა 5-ჯერ გაიზრდება!

თესალონიკის საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა მოუწოდებს მგზავრებს, რომლებიც უბილეთობისთვის არიან დაჯარიმებულნი, 2017-2021 წლებში, გადაიხადონ თანხა დაუყოვნებლივ.

საუბარია 12.000-სზე მეტ ჯარიმაზე, რომელიც ამ დრომდე არ დაფარულა და იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში არ დაიფარება, გადაეცემა საგადასახადო სამსახურს და თანხის რაოდენობა 5-ჯერ გაიზრდება. ანუ ერთი ჯარიმა, რომელიც 60 ევროს უდრის, 300 ევრო გახდება.

“ვთხოვთ, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ სასწრაფოდ დაგვიკავშირდნენ, მობრძანდნენ და გადაიხადონ ეს ჯარიმები, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი სამომავლო ტვირთი. გვინდა, რომ არ დავხუჭოთ თვალი იმ ადამიანებზე, რომლებიც არღვევენ კანონს და შემდეგ არ აქცევენ ყურადღებას დაკისრებულ ჯარიმას,” აცხადებს წარმომადგენლობა.

თითოეულ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი დავალიანება ნომერზე: 2310-981274.

onalem

ტესტ