fbpx
პოლიტიკა

ბაიდენაკის თუ ბაიდენოპულოს?! – ჯო ბაიდენის ბერძნული ჰალსტუხი და შეხვედრა მიცოტაკისთან

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც თეთრ სახლში ჯო ბაიდენმა უმასპინძლა.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს სასიამოვნო გარემოში შეხვდა და ბაიდენს იუმორი არც ახლა აკლდა. როგორც კადრებში ჩანს, მას ბერძნული დროშებით განწყობილი ჰალსტუხი ეკეთა და მიცოტაკის ისე გაეცნო, როგორც “ბაიდენოპულო”, შემდეგ კი ბჭობდნენ “ბაიდენაკის” უფრო სწორი იყო, თუ “ბაიდენოპულოს”.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ საბერძნეთის პრემიერს, კირიაკოს მიცოტაკისა და მის მეუღლეს თეთრ სახლში ვუმასპინძლე. მეგობრობა, თანამშრომლობა და მოკავშირეობა ამ ორ ერს შორის ისეთი ძლიერია, ვიდრე ოდესმე,” წერს ბაიდენი ტვიტერზე.

ამერიკის პრეზიდენტმა გუშინდელ მიღებაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა-საბერძნეთის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. მან ისიც დასძინა, რომ სურს მოლაპარაკებები მიცოტაკისთან საბერძნეთშიც გამართოს.

onalem

ტესტ