fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 43 წლის მამაკაცი ღამის კლუბის ხელმძღვანელობას უჩივის, რადგან წყლის ნაცვლად ქლორი დაალევინეს

გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი ღამის კლუბის ხელმძღვანელობას უჩივის. ის ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც კლუბში, როგორც თავად ამბობს, ქლორი დაალევინეს.

ირკვევა, რომ მამაკაცმა ბარში წყალი შეუკვეთა, დალევის შემდეგ კი იგრძნო, რომ სითხე მწველი იყო და შეუძლოდ გახადა. მან მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მის მიერ საჩივრის შეტანის შედეგად დააკავეს კლუბის 55 წლის მენეჯერი, ხოლო სითხეს, რომელიც 43 წლის მამაკაცმა მიიღო, გამოკვლევა უტარდება.

onalem

ტესტ