fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ემიგრანტი ქალი ბერძენ მამაკაცს 50.000 ევროს სძალავდა მუქარით, რომ მის ცოლს მათი ურთიერთობის შესახებ ეტყოდა

გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც 42 წლის ქალი, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება, მას აშანტაჟებდა და თანხას სძალავდა. როგორც ირკვევა, ქორწინებაში მყოფ მამაკაცს მასთან პარალელური ურთიერთობა ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, სირიელი ქალი მას 50.000 ევროს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ მის მეუღლეს ყველაფერს ეტყოდა და ინფორმაციას გაავრცელებდა მის პროფესიულ გარემოცვაშიც. მამაკაცის თქმით, ქალი მას აიძულებდა ხელი მოეწერა დოკუმენტებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთის მიხედვით მისთვის 20.000 ევრო უნდა გადაეცა, ხოლო დანარჩენ დოკუმენტებში 10.000 ევრო იყო აღნიშნული.

ემიგრანტი ქალის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და კომპეტენტურ ორგანოს გადაეცა გამოძიებისთვის.

onalem

ტესტ