fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: 14 წლის მაკიმ სამი თვის წინ მეგობარს ჰკითხა, რას იზამდა, თუ თავს მოიკლავდა

14 წლის მაკის თვითმკვლელობამ ათენში, საზოგადოება შეძრა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიჭი სოციალური ქსელის, TikTok-ის თამაშს შეეწირა და ასფიქსია ამის გამო გამოიწვია, მაგრამ ახლა მჟღავნდება ცნობები ბულინგის შესახებაც, რომელსაც სკოლაში განიცდიდა.

მოზარდის საუკეთესო მეგობარი აცხადებს, რომ მაკის სკოლაში დასცინოდნენ, ავიწროვებდნენ და ლანძღავდნენ, ამას გარდა, ირკვევა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია მშობლების განქორწინებამ და ფსიქოლოგიურად თავს კარგად არ გრძნობდა.

ყველაზე შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ მაკიმ 3 თვის წინ მეგობარს ჰკითხა: “რას იზამ თუ თავს მოვიკლავ?!” რა თქმა უნდა, მაშინ ამაზე სერიოზულად ყურადღება არ გაუმახვილებია.

სკოლის დირექტორი, თავის მხრივ აცხადებს, რომ მაკი არ იყო საკუთარ თავში ჩაკეტილი ბიჭი, აქტიური იყო და თავის დაცვაც მშვენივრად შეეძლო. ის ხაზს უსვამს, რომ ბულინგის თემა მათთვის ძალიან გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან მაკისთან მიმართებაში არასოდეს განუხილავთ საკითხი, რომ მასზე სერიოზულად ხორციელდებოდა რაიმე სახის ფსიქოლოგიური ძალადობა თანაკლასელების მხრიდან.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, პოლიცია ვარაუდობს, რომ მაკის ტელეფონში იპოვიან პასუხებს.

თანაკლასელების მიერ ჩანთების გამოყენებით დაწერილი სახელი ათენის 54-ე სკოლასთან.

onalem

ტესტ