fbpx
მსოფლიო

საბერძნეთში ჩემპიონატზე ჩამოსული 17 წლის ირანელი გოგონა გერმანიაში გაიქცა და თავშესაფარი მოითხოვა

ირაკლიოდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ირანელი გოგონა იპოვეს, თუმცა, არა საბერძნეთში. 17 წლის ირანელი გოგონა, რომელიც კუნძულ კრეტაზე ძალოსნობის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული, უკვალოდ გაქრა და მთელი მისი გუნდი და ხელმძღვანელობა მას შემდეგ ეძებდნენ.

როგორც ირკვევა, 17 წლის ძალოსანს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება აღარ უნდოდა, ამიტომ შანსით ისარგებლა, საბერძნეთი დატოვა და გერმანიაში წავიდა. ის ფრანკფურტის აეროპორტში გატარებული მონაცემების საფუძველზე დააფიქსირეს და დადასტურებული ცნობებით, მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი.

ირანული მედია წერს, რომ 17 წლის ჯამალმა გაქრობა მაშინ მოახერხა, როდესაც მისი თანაგუნდელი შეჯიბრზე გამოდიოდა და ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული.

ამავე ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანელი ახალგაზრდები ევროპაში ყოფნით სარგებლობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანაში უკან აღარ დაბრუნდნენ.

onalem

ტესტ