fbpx
კრიმინალი

ვიდეო-შოკი ომონიიდან: ზაკ კოსტოპულოს დაკავების ახლო კადრი, პოლიციელი დანით ხელში

Protothema.gr-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ახალი დეტალები ჩანს. ომონიის ცენტრში მომხდარი საზარელი ინციდენტი, ამ დრომდე უცნობი გარემოებებით არის მოცული. კადრებზე ახლა უკვე კარგად ჩანს ძირს დაწოლილი, დასისხლიანებული 33 წლის ზაკი, რომელიც გონზეც კი აღარ არის. დაახლოებით 8 პოლიციელი მის გაკავებას ცდილობს, თუმცა, გაურკვეველია, თუ რის შეჩერებას ცდილობდნენ მაშინ, როცა ახალგაზრდა სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა.

აქვე გარკვევით ჩანს, რომ პოლიციელს უჭირავს დანა, რომელიც კოსტოპულოს წაართვეს და მისი დანაშაულის მთავარ იარაღად სახელდება.

თავის მხრივ, ძვირფასეულობის მაღაზიის მეპატრონე ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ზაკის ცემის განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნახა, სხვა გზა არ ჰქონდა.

“ბოდიშს ვიხდი, მე არ მინდოდა მისი ცემა.

დავინახე მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სახე დაფარული არ ჰქონდა. ხელში დანა ეჭირა და მეუბნებოდა, რომ შიგნით არ შევსულიყავი. სალაროსთან იდგა და თანხას ეძებდა. შემდეგ ხმაური ატყდა და ხალხი შეგროვდა.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ის შიგნით ჩაიკეტა და რომ მიხვდა, ვერ გამოდიოდა, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალება აიღო და ვიტრინა ჩაამსხვრია. 

ამ გზით კი მე მისი შეჩერება ვცადე, სანამ პოლიცია მოვიდოდა. გაბრაზებული ვიყავი და არც კი შემიხედავს ვინ იყო. ახლა გავიგე, რომ მეზობელი ყოფილა. ოფისი მოპირდაპირე მხარეს აქვთ.”

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ