fbpx
საბერძნეთი

საგანგებო ინფორმაცია: ახალი ზომები საბერძნეთში და კვლავ საგანგაშო რიცხვები დღეს

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასი და პროფესორი, გიგას მაიორკინისი პირდაპირ ეთერში გამოვიდნენ და საზოგადოებას ახალი წესები გააცვნეს. როგორც ხარდალიასმა თქვა, იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომლებიც ფიქსირდება ბოლო კვირებში, საზოგადოებისგან დიდი სიფრთხილისა და სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 28 აგვისტოს, საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 270 ახალი შემთხვევა, მეტი, ვიდრე გუშინ. ასევე, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა დააანონსა ახალი ზომები, რომლებიც მოქმედებაში იქნება მომდევნო 14 დღე:

  • ნიღბის გამოყენების ვალდებულება ყველა დახურულ სივრცეში, ასევე დისტანციის დაცვა. (არ მოიაზრება კვების ობიექტები).
  • დისტანციის დაცვა სანაპიროებზე.
  • რელიგიური ცერემონიები შეჩერდება 14 დღით.
  • ასევე შეჩერდება სხვადასხვა ფესტივალები (პანიგირები).
  • იკრძალება მოხუცთა თავშესაფრებისა და მოსავლელი ცენტრების სტუმრობა.
  • იკრძალება 9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.
  • კიდევ 14 დღით გახანგრძლივდა საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვები.
  • გაუქმდა ფრენები ბარსელონიდან და კატალონიიდან საბერძნეთის მიმართულებით.
  • გაუქმდა ჰოლანდიიდან მომავალი მგზავრებისთვის კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის ქონის ვალდებულება.

ხარდალიასმა ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია პაროსზე, მიკონოსზე, ხალკიდიკსა და ხანიაში, ასევე ხანგრძლივდება 14 დღით.

onalem

ტესტ