fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! როგორ მოხდება საბერძნეთში გადაადგილება 5 ივლისიდან?!

მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები შედის ძალაში 5 ივლისიდან, გადაადგილების თვალსაზრისით.

ფაქტობრივად, შეზღუდვების დაწესების ფონზე, მთავრობა ცდილობს, რომ ვაქცინაცია გაააქტიუროს და უკვე სახეზეა, თუ რა პრიორიტეტებითა და თავისუფლებით სარგებლობს მოსახლეობის ვაქცინირებული ნაწილი.

კერძოდ, 5 ივლისიდან კუნძულების მიმართულებით გადაადგილება ზრდასრულებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ:

  1. ვაქცინაციის მწვანე სერთიფიკატით
  2. იმ ფაქტის დამადასტურებელი ცნობით (ტესტით), რომლის მიხედვითაც გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.
  3. PCR ტესტით ( მოლეკულური), რომელიც ჩატარებულია არაუმეტეს 72 საათით ადრე.
  4. Rapid ტესტი (სწრაფი), რომელიც ჩატარებულია არაუმეტეს 48 საათით ადრე.

12-დან 17 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ წარადგინონ ნებისმიერი სახის ტესტი (ანუ მისაღებია თვით-ტესტირებაც), ხოლო 12 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ ტესტის გარეშე, თავისუფლად იმოგზაურონ.

უკან დაბრუნებისას რეკომენდებულია თვით-ტესტირების ჩატარება ყველასთვის, ვინც არის 12 წელს ზემოთ.

onalem

ტესტ