fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 12 წლის გოგონას დედას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელსაც მისი შვილის გაუპატიურება ედება ბრალად

გრევენაში მომხდარი შემთხვევის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი, რაც ისტორიას კიდევ უფრო დაუჯერებელს ხდის. ამჟამინდელი ცნობებით, 12 წლის გოგონას 45 წლის მამაკაცზე უპირებდნენ დაქორწინებას, რომელსაც მასზე მრავალჯერადი სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. დაქორწინების მომხრეა მამაკაციც და 12 წლის გოგონას დედაც, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, 45 წლის მამაკაცთან ორი წლის წინ ურთიერთობა თავადაც ჰქონდა.

ბრალდებულს 21 წლის ვაჟი და 13 წლის გოგონა ჰყავს, რომელიც მისი მსხვერპლის თანაკლასელია.

12 წლის გოგონას მამა სიმსივნის დიაგნოზით არის გარდაცვლილი. ამის შემდეგ დაიწყო 43 წლის ქალმა შვილის გაყიდვა და პირველი “კლიენტი” სწორედ 45 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. როგორც პოლიცია იუწყება, ქალი მისგან ფულს იღებდა, სანაცვლოდ კი შვილს სახლში უტოვებდა, რათა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.

ყველაფერი მეზობლების წყალობით გამომჟღავნდა, რომლებმაც საეჭვოდ მიიჩნიეს 45 წლის მამაკაცისა და მასზე 33 წლით უმცროსი გოგონას “შეხვედრები” და პოლიციაში იჩივლეს.

onalem

ტესტ