fbpx
სხვადასხვა

ევროვიზიის შესარჩევ ტურში ესტონელი მომღერალი საქართველოზე მღერის!

ესტონელი მომღერლის, ეგერთ მილდერის გადაწყვეტილებამ ბევრი ადამიანი გააოცა. ის ესტონეთიდან არის, მაგრამ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე გამოვიდა სიმღერით, რომელიც მთლიანად საქართველოს ეძღვნება და კლიპიც სხვადასხვა მთიან რეგიონებშია გადაღებული.

როგორც ის საზოგადოებას უხსნის, თბილისში სამი წელი იცხოვრა და საქართველო უსაზღვროდ შეუყვარდა, ტექსტში კი ისმის სიტყვები: “საქართველოვ, მუდამ ჩემს გონებაში იქნები.”

მილდერი ამბობს, რომ საქართველო მაგიური ქვეყანაა და არ შეუძლია, რომ რასაც მასზე ფიქრობს, მხოლოდ სიტყვებში ჩაატიოს.

“ეს ულამაზესი ქვეყანაა, თავისი უზარმაზარი მთებით, ცხვრის საოცარი ფარებით, რომლებიც მინდვრებში დადიან, ძროხებით, რომლებიც გზებზე წვანან, უგემრელესი კერძებითა და ღვინით, უთბილესი ხალხით და საერთოდ ყველაფრით, რაც მასთან ერთად მოდის. საქართველო მაგიური ქვეყანაა და არ შემიძლია სიტყვებში ჩავატიო ყველაფერი,” – ასე პასუხობს მომღერალი მათ, ვინც ეკითხება, თუ რატომ გადაწყვიტა ევროვიზიაზე აღნიშნული სიმღერით წარდგენა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ