fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მწვანე სერთიფიკატის მსგავსად, სპეციალური აპლიკაცია კაფეებში და რესტორნებში შესვლისთვისაც

ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგოს გეორგანტასმა, ტელეკომპანია ANT-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგეგმება ციფრული სისტემის დანერგვა კაფეებსა და ტავერნებში შესვლისთვისაც.

რას გულისხმობს ის?!

როგორც უკვე ცნობილია, მთელ ევროკავშირში დღეიდან შევიდა ძალაში კოვიდ-19-ის მწვანე ციფრული სერთიფიკატი, რომლითაც მილიონობით ევროპელი იმოგზაურებს თავისუფლად, ზუსტად იგივე რამ იგეგმება იმისთვის, რომ გაკონტროლდეს, კაფესა და ტავერნაში შემსვლელი პირი ვაქცინირებულია თუ გაკეთებული აქვს ტესტი.

როგორც ირკვევა, მუშაობა მიმდინარეობს აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონებისთვის და თითოეულ ადამიანს შეეძლება მისი ჩამოტვირთვა. აპლიკაცია, სავარაუდოდ, აღჭურვილი იქნება იმ ინფორმაციით, რომელსაც შეიცავს ვაქცინაციის სერთიფიკატიც: პირადი მონაცემები და ინფორმაცია, ხართ აცრილი თუ გაკეთებული გაქვთ ტესტი.

ინიციატივის განხორციელების შესახებ ცნობები მოგვიანებით გავრცელდება.

onalem

ტესტ