fbpx
საზოგადოება

გაუჩინარების ტრაგიკული დასასრული – სად იპოვეს 29 წლის ქალი, რომელიც საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა?!

29 წლის ფრანგი ქალის გაუჩინარებას, სამწუხაროდ, ტრაგიკული დასასრული მოჰყვა. მისი კვალი 24 ივნისს გაქრა, როდესაც ტურისტი მის მიერვე დაჯავშნილ სასტუმროში არ მივიდა.

ვიოლეტმა ბოლო ფოტო ელაფონისის ტერიტორიაზე გადაიღო, გაუჩინარებიდან მალევე კი, მისი მანქანა მიტოვებული იპოვეს. ტელეკომპანია ΕΡΤ ახლა იუწყება, რომ სამწუხაროდ, ნაპოვნია ახალგაზრდა ქალის ცხედარიც, ერთ-ერთ ხევში.

აღნიშნული ხევი ახლოს არის კრიოს სანაპიროსთან, სადაც მის მანქანას მიაგნეს.

ამ დრომდე უცნობია მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები.

ფრანგი ტურისტი საბერძნეთში 24 ივნისს, საკუთარი შვებულების გასატარებლად, მარტო ჩამოვიდა და სამწუხაროდ, მისთვის ეს მოგზაურობა საბედისწერო აღმოჩნდა.

 

onalem

ტესტ