fbpx
საბერძნეთი

გადაადგილება მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხით საბერძნეთში – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭო განიხილავს ქვეყანაში რეგიონებს შორის გადაადგილებაზე გარკვეული ზომების დაწესებას. ირკვევა, რომ სულ მალე საბერძნეთში შიდა გადაადგილებისთვის შესაძლოა სავალდებულო გახდეს ტესტის გაკეთება, თუმცა, საუბარია მოლეკულურ (PCR) ან სწრაფ (Rapid) ტესტზე.

ამავე წყაროების ცნობით, არ მიიღება თვით-ტესტირების შედეგი, საჭირო იქნება მოლეკულური ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

ცხადია, საუბარია ამ ვალდებულების არავაქცინირებული პირებისთვის დაწესებაზე, ხოლო ტესტირება საჭირო შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილდებით რეგიონებს შორის, თვითმფრინავით, გემით ან სხვა ნებისმიერი ტრანსპორტით. ტესტის უარყოფითი პასუხი არ არის საჭირო ქალაქში ან სოფელში შიდა გადაადგილებისთვის, არამედ მხოლოდ რეგიონებს შორის.

საბოლოო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას მთავრობის წარმომადგენლები გაავრცელებენ.

 

 

onalem

ტესტ